22:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 10:50:46, 724 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ჯონი ხეცურიანი და მოქალაქე მამუკა გასვიანი დააკავა. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საჯარო მოხელემ, თანამზრახველის დახმარებით, ბოლნისის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურის სარეკონსტრუქციო ნებართვის გაცემაში დახმარების  გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქისაგან  ქრთამის სახით აიღო გარკვეული თანხა.  

ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics