15:44 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 17:59:04, 728 ნახვა

სამხედრო
შსს-ს თანამშრომლებს საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი ჩაუტარდათ

დაბა გუდაურში, საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30 მოსამსახურე მოამზადეს.

წავლების დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართელოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი მინდია ლორთქიფანიძე დაესწრნენ.

კურსდამთავრებულებს სამკერდე ნიშნები და საბაზისო სამთო მომზადების კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

მსმენელები სამი კვირის განმავლობაში ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. შეისწავლეს სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და მთიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა.

კრიტიკულ სიტუაციაში ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევების შესასწავლად, კურსის მონაწილეებისთვის განხორციელდა ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-აღმოჩენისა და საკაცის გამოყენებით მისი ევაკუაციის განხორციელების ამოცანები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics