15:39 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 15:13:57, 697 ნახვა

სამხედრო
კადეტები საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობას ესტუმრნენ

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობას ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტებმა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა -„რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე“ დაათვალიერეს. გამოფენაზე 1991 წლის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა იყო წარმოდგენილი. პარლამენტში სტუმრობისას კადეტები სხდომათა დარბაზსაც ეწვივნენ. კადეტებთან ერთად პარლამენტში ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი ალექსი კეკელია იმყოფებოდა.

დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე გამართული რეფერენდუმის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა პარლამენტში 31 მარტს გაიხსნა და 9 აპრილს დაიხურება. გამოფენა საქართველოს პარლამენტის ტრადიციული საექსკურსიო ტურის ნაწილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics