12:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-02 21:28:36, 6901 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა - დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე

"დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე და ეს არის სწორი ნაბიჯი, გადადგმული იმ მთავარი მიმართულებით" - თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის ალიანსის შექმნის შემდეგ

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც შეძლო ერთად დგომა. ეს არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილი, ასევე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით... გასაგებია, რომ არსებობს ჩვენს შორის განსხვავებები, მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და იქნება ყოველთვის ერთიანობის მომხრე... დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე და ეს არის სწორი ნაბიჯი, გადადგმული იმ მთავარი მიმართულებით, რომ ჩვენ ვუპასუხოთ საზოგადოებრივ დაკვეთას" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები გამარჯვების საერთო სტრატეგიაზე და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ. 

"დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics