21:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-09 15:50:00, 7064 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

საერთაშორისო საფინანსო სექტორის მაღალი დონის ღონისძიებაზე  SME Banking Forum 2025, რომელიც Gidulyan Company-ის ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს ბანკმა უმაღლესი გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის  მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად (Digital Banking – Global Winner) დასახელდა.

ჯილდოს პროგრამაში მსოფლიოს 1,000-ზე მეტი ბანკი მონაწილეობდა, მათ შორის ისეთი გლობალური ფინანსური ლიდერები, როგორებიცაა Wise, Revolut, DBS Bank , Monzo და სხვები. ჟიურიმ ოთხ კატეგორიაში (ციფრული საბანკო მომსახურება, მდგრადობა და ინკლუზიურობა, ბიზნეს საბანკო მომსახურება და ბიზნესის დაფინანსება) ოცი საუკეთესო SME ბანკი შეარჩია.  საქართველოს ბანკი კი მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, ციფრული საბანკო მომსახურების კუთხით, გლობალურ ლიდერად დაასახელა.

„ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ციფრული საბანკო მომსახურების მიმართულებით საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გლობალური ჯილდო მიიღო. მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი რგოლია, სწორედ ამიტომ ვქმნით ეკოსისტემას, რომელიც ბიზნესებს სწრაფი ზრდისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესაძლებლობას აძლევს. ეს ჯილდო ადასტურებს, რომ ჩვენი ხედვები ციფრული საბანკო მომსახურების მიმართულებით, რომელიც ინოვაციებს, სისწრაფესა და მომხმარებელზე ორიენტირებულობას მოიაზრებს, სამაგალითოა მსოფლიო მასშტაბით. ამ სცენაზე მიღებული აღიარება კი გვაძლევს დიდ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და ინოვაციების დანერგვა გავაგრძელოთ”, - განაცხადა დაჩი გორგილაძემ, საქართველოს ბანკის ციფრული კლასტერის Product Owner-მა.

დაჯილდოების ღონისძიება ვენაში გაიმართა და იგი მრავალსაფეხურიანი კონკურსის ფინალურ ეტაპს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად Global Finance-მაც დაასახელა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics