01:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-28 12:49:00, 1406 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში საცხოვრებელი სახლის ქურდობის მცდელობის ბრალდებით - 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, მრავალჯერ ნასამართლევი შ.ჭ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეეცადა უკანონოდ, ქურდობის მიზნით შეეღწია სხვის საცხოვრებელ სახლში, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა  შ.ჭ., ბრალდებულის სახით დააკავეს, რომელიც, ასევე, სხვადასხვა დროს 3 სახლის ქურდობის ფაქტზე არის მხილებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics