23:37 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-22 21:55:30, 1016 ნახვა

მსოფლიო
პრო პალესტინელი აქტივისტები მილანის ცენტრში სინაგოგაში შეიჭრნენ

მილანის ცენტრში პრო-პალესტინელი აქტივისტები შეიჭრნენ ქალაქის მთავარ სარკინიგზო სადგურში, დაუპირისპირდნენ პოლიციას და დააზიანეს რამდენიმე მაღაზია.

არეულობები გაგრძელდა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გაფიცვების ფონზე, რომლებიც ორგანიზებული იყო პროფკავშირებისა და მემარცხენე ორგანიზაციების მიერ, „ღაზაში გენოციდის“ წინააღმდეგ საპროტესტოდ.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯა მელონიმ კატეგორიული უარი თქვა პალესტინის აღიარებაზე.

ორშაბათს იტალიაში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა იმართება. Euronews-ის კორესპონდენტი ჯორჯია ორლანდი რომიდან იუწყება:

„ეს არის ყველაზე მასშტაბური პროტესტი, რაც კი ოდესმე იტალიის პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული. ის იმართება ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის, Global Sumud ფლოტილიის მხარდასაჭერად, რომელიც ცდილობს დახმარების მიწოდებას ომისგან განადგურებულ ანკლავში.

გაფიცვების შესახებ გასულ კვირას გამოცხადდა. მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ხელს შეუშლიდნენ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის მუშაობას. საყოველთაო გაფიცვა გავლენას ახდენს საზღვაო ტრანსპორტზე, ლოჯისტიკასა და განათლებაზე.

რაც შეეხება რკინიგზის ქსელს, გაფიცვა ორშაბათის ბოლომდე გაგრძელდება.

ერთ-ერთი მთავარი პროტესტი რომში გაიმართა, სადაც აქციას 100 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ესენი ძირითადად სტუდენტები, პროფკავშირები და პროპალესტინის ჯგუფები არიან. ისინი მოითხოვენ, რომ იტალიის მთავრობამ გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან, დააწესოს სანქციები და იტალიის პრემიერ-მინისტრმა მკაცრი პოზიცია დაიკავოს ისრაელის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ ღაზაში. იტალიის ოპოზიციური პარტიებიც მოითხოვენ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას.“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics