12:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 13:58:41, 916 ნახვა

Lifestyle
სააკაშვილის რჩევა ენმ-ს: გამოვაცხადოთ, რომ საარჩევნო სიებში კანდიდატთა 50 % იქნება ქალი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარტიას რჩევას აძლევს. სააკაშვილი ენმ-ს ურჩევს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიაში 50% ქალებით დააკომპლექტონ.

ექს-პრეზიდენტის აზრით, ეს პარტიას მოამზადებს გარდაუვალი გამარჯვებისთვის.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული ინიციატივა სოციალურ ქსელში დაწერა. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
 

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ტენდენციების შემქმნელი და ახალი იდეების გენერატორი. პარტიამ შეძლო ურთულეს სიტუაციაში პოლიტიკური რეპრესიებისა და ყოველდღიური ზეწოლის, დემონიზაციისა და ბინძური სიცრუის უწყვეტი ნაკადის პირობებში თავის გადარჩენა და ერთიანობის შენარჩუნება.

ახლა დროა საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ტრადიციებს ქართულს პოლიტიკაში და გამოვიდეთ რამდენიმე ახალი ინიციატივით, რომელთაგან პირველი შეიძლება იყოს სრული პარიტეტის დაწესება ქალბატონებისთვის. საერთო განახლების ფარგლებში წინასწარ გამოვაცხადოთ, რომ პარტიის საპარლამენტო არჩევნების სიებში კანდიდატთა 50 პროცენტი იქნება ქალი.

ჯერ ერთი, ამით ხაზი გაესმევა ქალების როლს ქართულ საზოგადოებაში, ობიექტურად ხელს შეუწყობს განახლებას და უკეთესად მოგვამზადებს ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის.

დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ გაგვიჭირდება ძალიან ღირსეული ქალი კანდიდატების მოძებნა და მათი ამორჩევა. ამასთან, ამ კანდიდატების საზოგადოებისთვის წარდგენა დროულად უნდა შევძლოთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics