20:58 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 12:02:20, 715 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა ბიზნესის მიმართულებით AI-ის ფინანსებში დანერგვისთვის 4 ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკი მრავალი წელია, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით ქვეყანასა და რეგიონში მოწინავე ადგილს იკავებს. იგი როგორც საცალო მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს მუდმივ რეჟიმში ქმნის. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა კი ბანკის ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის აღიარებაა Global Finance-ის მიერ მინიჭებული 4 ჯილდო, რომლებიც საქართველოს ბანკმა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი ინტეგრაციისთვის მიიღო.

AI in Finance Awards ახალი დაჯილდოებაა Global Finance-ისგან და მისი მიზანია ის ბანკები წარმოაჩინოს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ შესაძლებლობად, არამედ სტრატეგიულ უპირატესობად აღიქვამენ. პროგრამა ხორციელდება CGI-სთან, გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით, რომელიც AI-ის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

„კორპორაციული მიმართულებით ჩვენი ხედვა ტრადიციულ საბანკო მომსახურებას სცდება. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი ის ტექნოლოგიური საფუძველია, რომლის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საკუთარი საქმიანობა მეტად ეფექტიანად მართონ, ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ და მუდმივად ცვალებად გარემოს სწრაფად უპასუხონ. ამ ჯილდოებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ბანკი არა მხოლოდ ეხმიანება ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ თავად მოაქვს ცვლილებები რეგიონის ფინანსურ ეკოსისტემაში“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა კორპორაციული მიმართულებით AI in Finance Awards-ის ფარგლებში ჯილდოები შემდეგ კატეგორიები მოიპოვა:

·       საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებითქვეყნის დონეზე (საქართველო);

·       საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებითრეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა);

·       ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაშიქვეყნის დონეზე (საქართველო);

·       ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაშირეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics