14:04 - 12 Apr, 2026
|
2025-04-07 12:15:06, 1054 ნახვა
ომი უკრაინაში
დონალდ ტრამპი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე - ვესაუბრებით რუსეთს, არ მომწონს დაბომბვები
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება. „ვესაუბრებით რუსეთს. გვსურს, შეჩერდენენ. არ მომწონს დაბომბვები, დაბომბვები გრძელდება და გრძელდება და ყოველ კვირას ათასობით ახალგაზრდა იღუპება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა, ის რომ მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილიყო. „ეს საშინელებაა და არასდროს უნდა დაწყებულიყო. არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, 100%-ით“, - აღნიშნა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)