2025-02-24 16:00:46, 722 ნახვა
რეგიონი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს დაგეგმილი ყველა რეისი გადაიდო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს, 24 თებერვალს, დაგეგმილი ყველა რეისი გადაიდო. მიზეზი უამინდობაა.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ფრენები დაგეგმილი იყო სოჭის, თელ-ავივის და სტამბოლის მიმართულებით, თუმცა დღევანდელი რეისები ვერ განხორციელდა.
„ამ ეტაპზე მხოლოდ დღევანდელი ფრენებია გადადებული, ხვალინდელზე ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. მგზავრები ინფორმირებული არიან რეისების გადადების თაობაზე. ნაწილი განთავსებულია სასტუმროებში“ – აცხადებენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
ბათუმში 24 თებერვალს, თოვლის საფარი ნახევარ მეტზე მეტია. ინტენსიური თოვა შენარჩუნდება დღეს და ხვალაც, 25 თებერვალს. აჭარაში, შეჩერებულია სასწავლო პროცესიც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,