12:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 13:03:00, 944 ნახვა

სპეციალური ანონსი
„საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისთვის“ - 15:00 საათზე აქცია გაიმართება

დღეს, 4 დეკემბერს პოლიციის შენობებთან მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.

„საფარის“ ცნობით, პოლიციის შენობებთან შეკრება 15:00 საათიდან დაიწყება.

„ჩვენ, საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისთვის. ჩვენ პასუხს ვთხოვთ პოლიციელებს, რომლებმაც ფიცი ერის წინაშე დადეს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყვნენ, რომლებსაც პირადად ვიცნობთ, რომელთა ოჯახებსაც ისევე სჭირდებათ ევროპული მომავალი, როგორც აქციებზე მებრძოლებს. ჩვენ არაფერს ველით, ნიღბიან, უნომრო, ოლიგარქის მონა „ხარებას“ ხუნტის წევრებს, რომლებიც კრიმინალები არიან და პატივს არ სცემენ კანონს და კონსტიტუციას.

მოვუწოდოთ უწყებაში დასაქმებულ ყველა პოლიციელს, თუ ისინი არიან ქართველები, თუ ისინი არიან კაცები და აქვთ ღირსები ნატამალი, წინ აღუდგნენ ჩვენი და ჩვენი შვილების, მწამებლებს, შეასრულონ ფიცი და დაგვიცვან უნომრო ბანდიტებისგან!“ - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი ცნობით, აქციები გაიმართება შემდეგ ადგილებზე: 1. ძველი თბილისის მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, თაბუკაშვილის ქ. №27; 2. დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. №16; 3. გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. №19ბ; 4. ისანი–სამგორის მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, ჯავახეთის ქ. №1; 5. ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68/ს; ჩიქოვანის ქუჩა №2.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics