11:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 12:14:05, 1129 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - ფერმერები არასტანდარტულ ციტრუსზე გაორმაგებულ სუბსიდირებას მიიღებენ

ფერმერები არასტანდარტულ ციტრუსზე გაორმაგებულ სუბსიდირებას მიიღებენ, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, წელს ფერმერები არასტანდარტულ მანდარინზე, ნაცვლად 15 თეთრისა მიიღებენ 30 თეთრის სუბსიდიას.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაორმაგებულიყო არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება და შესაბამისად, მიმდინარე წელს ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსეები არასტანდარტულ მანდარინზე მიიღებენ 30 თეთრს სუბსიდიას. რაც შეეხება ციტრუსის რთველის მიმდინარეობას, უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონაზე მეტი და ვთვლით, რომ შეფერხებების გარეშე შევძლებთ ამ სეზონის ჩატარებას", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი და ამ ეტაპზე უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონა ციტრუსი. გარდა ამისა, მობილიზებულია მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, რამდენიმე დღეში ფუნქციონირებას დაიწყებს არასტანდარტული ციტრუსის მიმღები საწარმო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
3 თვეში საქართველოს 1 მილიონი ტურისტი ეწვია
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics