17:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 17:37:35, 1058 ნახვა

რეგიონი
მიმდინარე წელს ქედაში, სამი სპორტული მოედანი მოეწყო

დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან, საკრებულოს წევრ ლევან ვერძაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან რეზო ვარშანიძესთან ერთად მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზუნდაგაში დასრულებული მინი სპორტული მოედანი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

"მერმა ყველაზე პატარა ფეხბურთელი დემეტრე ვარშანიძე გაახარა და დაპირებული ფეხბურთის ბურთი აჩუქა, რომელიც სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების დროს შეჰპირდა.

მინი სპორტული მოედნის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღობეს, მოეწყო ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა განათება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სპორტული მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის სათამაშოდ. ბიუჯეტიდან 103 939 ლარია დაიხარჯა.

მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გოგიაშვილებში და სოფელ ხარაულის ცენტრში მდებარე მინი სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 234 433 ლარი დაიხარჯა. 

ქედაში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მომდევნო წელსაც გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics