2015-02-04 11:35:10, 390 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მხარის გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა და გუბერნატორებმა რეგიონებში მიმდინარე ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
მხარის რწმუნებულებმა ირაკლი ღარიბაშვილს რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
გუბერნატორებმა პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს, რათა რეგიონებში მაქსიმალურად ხელი შეეწყოს წარმოების განვითარებას და მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები მოკლე ვადებში გადაიჭრას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან