16:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-01 11:55:48, 607 ნახვა

სამართალი
ირაკლი ფირცხალავა ე.წ. კორტების საქმეზე პროკურატურას თანამშრომლობას სთავაზობს

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 
როგორც ფირცხალავა ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, ე.წ. „კორტების სპეცოპერაციასთან“ დაკავშირებით, პროკურატურა სცდილობს, ყალბი ჩვენების საფუძველზე ის და მისი კოლეგები დააკავოს. 
შესაბამისად, ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, მან პროკურატურას კოორდინატები დაუტოვა და გამოძიებასთან დაკავშრებით თანამშრომლობა შესთავაზა. 
 „გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ზეწოლა ხდება პოლიციელებზე და სხვა სამართალდამცავებზე,  მე თვითონ მოვედი  პორკურატურაში და ვუცხადებ, რომ მიმალვას არ ვაპირებ, არც მოწმეებზე ზემოქმედებას.  მივუთითე ჩემი ტელეფონის ნომრები. მათ  შეუძლიათ დამიბარონ და დამკითხონ, თუნდაც დამააკავონ, მე ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ფირცხალავამ.
ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ ომბუდსმენის განცხადების საფუძველზე,  ირაკლი ფირცხალავას, კახა ლეგაშვილის, გიორგი ხიზანიშვილისა და გიორგი ჭანტურიას საქმეზე გამოძიება დაიწყო.   
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით,   საქმე ეხება ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში მსჯავრდებულის ახსნა–განმარტებას, რომლის თანახმადაც შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები მასზე ზეწოლას ახდენდნენ და ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა დაავალეს. 
 პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics