2015-01-30 12:45:00, 762 ნახვა
ეკონომიკა
მომდევნო კვირაში იანვრის ინფლაციისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ მონაცემები გახდება ცნობილი
მომდევნო კვირაში გვექნება მონაცემები, რამდენად გაზრდილი ან შემცირებულია სავაჭრო დეფიციტი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო კვირაში იანვრის ინფლაციის და ექსპორტ-იმპორტის შესახებ მონაცემები გახდება ცნობილი.
„ მოგეხსენებათ, რომ მომდევნო კვირაში გვექნება იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი, ასევე გვექნება ექსპორტ-იმპორტის ბალანსი იანვრის თვის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ვინაიდან, ჩვენ შეგვეძლება უკვე გამოვიტანოთ დასკვნა, რამდენად არის ეს ტრენდი და რამდენად გაზრდილია ან შემცირებულია სავაჭრო დეფიციტი“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან