12:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 14:45:20, 944 ნახვა

რეგიონი
გურჯაანში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

გურჯაანში აქციის მონაწილეებმა თელავი-თბილისის გზის გურჯაანის მონაკვეთი გადაკეტეს. 

აქციაზე მევენახეები კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან არიან შეკრებილი და ყურძნის არსებული ფასის მომატებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება ისინი არ დაიშლებიან და ვენახებს გაჩეხავენ.  

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ცნობისთვის, მევენახეებს დღეს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი  შეხვდა. მან გლეხების  მოთხოვნები მოისმინა, თუმცა მისი თქმით, ყურძნის ფასებს ბაზარი არეგულირებს და არა სახელმწიფო. ამასთან, როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, სუბსიდია სახელმწიფოს საჩუქარია.

„მოსახლეობაში ისეთი განწყობაა, თითქოს ფასებს ჩვენ ვარეგულირებთ, ეს არის აბსოლუტურად მცდარი, ეს არის სახელმწიფოს საჩუქარი, რომელიც 35 თეთრის ფარგლებში შემოიფარგლება. რაც შეეხება კერძო სექტორს, რა ფასად ჩაიბარებს ყურძენს, ეს არ არის სახელმწიფოს სარეგულაციო ნაწილი, კერძო სექტორი თავის ფასს თვითონ შესთავაზებს", - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics