|
2020-07-17 19:02:29, 9460 ნახვა
სპორტი
ევროპის Top 5 ლიგაში მოთამაშე ქართველებიდან გიორგი ქოჩორაშვილი 22-ე ქართველია
2019 წელს იტალიის სერია A-ში თამაში დაასრულა ქართველმა შემტევმა ლევან მჭედლიძემ, რომელიც იტალიური „ემპოლის“ ღირსებას იცავდა. ის ამ დრომდე ბოლო ქართველი იყო ევროპის Top 5 ლიგაში მოთამაშე ქართველებიდან. რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშა ახალგაზრდა შემტევმა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც ევროპაში ერთი წლის შემდეგ, ხოლო ესპანეთში 12 წლის შემდეგ 22-ე ქართველი გახდა ამ სტატისტიკით. ქოჩორაშვილმდე ლა ლიგაში მხოლოდ ორ ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა ნათამაშები , გიორგი დემეტრაძეს „რეალ სოსიედადში“ - 2000-2002 წლებში და შოთა არველაძეს „ლევანტეში“ - 2007-2008 წლებში. ქართველ ფეხბურთელებს გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ინგლისისა და საფრანგეთის უმაღლეს ლიგებში უთამაშიათ. ყველაზე მეტ ქართველს გერმანიის „ბუნდესლიგაში“ აქვს ნათამაშები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)