07:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 20:23:31, 17587 ნახვა

ომი უკრაინაში
მოსკოვში 8 მარლთმადიდებელ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის პატრიარქის კირილეს Telegram გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვის ეპარქიაში ახალი კორონავირუსის 8 შემთხვევა დაფიქსირდა. სოც. ქსელში გვერდი საგანგებოდ რუსეთის საპატრიარქოს მიერ COVID-19 ბრძოლასთან დაკავშირებით, მრევლის ინფორმირების გეგმის ფარგლებში შეიქმნა.
8 მღვდლის გარდა, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამს აღენიშნება, თუმცა მათი ანალიზების საბოლოო პასუხებს ელოდებიან. 
მარინო, ტაგანსკი, ალექსეევსკი, კრილატსკოე, ბასმანიი და მეტროგოროდოკი - ეს დედაქალაქის ის რაიონებია, სადაც დაინფიცირებული ხვთისმსახურები საქმიანობდნენ. 
"ამ რაიონებში არსებული ტაძრების მრევლს მოვუწოდებთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას. გთხოვთ აღავლინოთ თქვენი ლოცვები ავადმყოფი კლირიკების და ყველა ამ სენით შეპყრობილთა განსაკურნებლად" - წერია Telegram გვერდზე.
9 აპრილის მონაცემებით, რუსეთის მასშტაბით კორონავირუსი 10 000 ათას ადამიანზე მეტს დაუდგინდა. მათი უმრავლესობა მოსკოვშია კონცენტრირებული (6,7 ათასი) . დაღუპულია 38 მოქალაქე, მაგრამ საერთაშორისო მედიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ინფიცირებულთა რეალურ რიცხვს მალავს.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics