11:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 12:44:50, 1177 ნახვა

მსოფლიო
ტუნისში თავდასხმის გამო 80 მეჩეთი დაიხურება

ტუნისში გუშინ მომხდარი თავდასხმის გამო 80 მეჩეთი დაიხურება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჰაბიბ ესიდმა მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ ტუნისში ტერაქტს 39 ადამიანი ემსხვერპლა.

მისი თქმით, მეჩეთები, რომლებიც სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება, ღვარძლს ავრცელებს და ისინი ერთი კვირით დაიხურება.

გუშინ შეიარაღებულმა მამაკაცმა საკურორტო ქალაქ სუსიში სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა.

დაღუპულებს შორის უმრავლესობა უცხოელი ტურისტია, მათ შორის ბრიტანელები და გერმანელები. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავად თავდამსხმელი პოლიციამ მოგვიანებით მოკლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics