15:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 20:01:06, 883 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ახლო მომავალში Hanwha Group –ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა

საქართველოს ახლო მომავალში Hanwha Group –ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ქვეყნის პოტენციალს ადგილზე შეისწავლის.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმება Hanwha Group –ის წარმომადგენლებსა და საქართველოს დელეგაციას შორის დღეს შედგა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე.  აღინიშნა, რომ  ხელმოწერის შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის შიდა ბაზარი გაიხსნა, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

ცნობისთვის, კორეული მულტინაციონალური კომპანია Hanwha Group-ი ბიზნესს 7 სხვადასხვა სფეროში ახორციელებს მსოფლიოს 31 ქვეყანაში. კომპანიის ბიუჯეტი შეადგენს 35,31 მილიარდს, 2014 წლის მოგებამ კი 869 მილიონი შეადგინა.

პრემიერ–მინისტრის   შეხვედრას  Hanwha Group -თან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი  გიორგი ბაჩიაშვილი და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics