11:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 17:41:56, 644 ნახვა

სამართალი
სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძის და ვაჟა ნარიმანიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დავით კუბლაშვილი 2014 წლის 28 აგვისტოს სამართალდამცველებმა თანასოფლელების ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძისა და ვაჟა ნარიმანიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაბა ადიგენში მამა-შვილს დავით და მირზა კუბლაშვილებს შელაპარაკება მოუვიდათ ბექა სირბილაძესთან, მის ძმასთან ბორის სირბილაძესთან, გიორგი სირბილაძესთან, ვაჟა ნარიმანიშვილთან და მამუკა სირბილაძესთან. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დავით და მირზა კუბლაშვილებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დავით კუბლაშვილმა შურისძიების მიზნით საკუთარი სახლიდან აიღო მისი კუთვნილი სანადირო თოფი და ბექა სირბილაძის, ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძის და ვაჟა ნარიმანიშვილის მიმართულებით მოახდინა რვა გასროლა, რის შედეგადაც ადგილზე მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ ბორის სირბილაძე, გიორგი სირბილაძე და ვაჟა ნარიმანიშვილი, ხოლო ბექა სირბილაძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. 

დავით კუბლაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა  სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით დ.კუბლაშვილს სასჯელის საბოლოო სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics