00:42 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 15:22:28, 1061 ნახვა

სხვადასხვა
მსოფლიო ლიდერების მეუღლეებთან ერთად ნატო-ს სამიტზე ფოტო ლუქსემბურგის „პირველმა ჯენტლმენმაც“ გადაიღო

ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე უჩვეულო ფაქტი მოხდა.

მსოფლიო ლიდერების მეუღლეებმა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა, ბრიჟიტ მაკრონიმ და ბელგიის დედოფალმა მატილდამ ერთობლივი ფოტო გადაიღეს, თუმცა მათთან ერთად სურათზე ლუქსემბურგის "პირველი ჯენტლმენი" გოტიერ დესტინეიც ჩანს.

მედია საშუალების ინფორმაციით, დესტინეი ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრის ჰავიერ ბეტელის პარტნიორია. მათ 2015 წელს იქორწინეს, მას შემდეგ, რაც ერთი და იმავე სქესის ქორწინება ქვეყანაში დაკანონდა.

გავრცელებულ ფოტოზე, "პირველი ჯენტლმენი" სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პარტნიორთან და ისლანდიის პირველ ლედისთან ერთადაა გადაღებული.

ცოტა ხნის შემდეგ მათ მსოფლიოს ლიდერების სხვა მეუღლეებიც შეუერთდნენ.

როგორც მედია წერს, აღნიშნული მომენტი არის ლგბტ თემის უფლებების დაცვისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.

ცნობისთვის, ჰავიერ ბეტელი არის მსოფლიოს ერთადერთი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ ორიენტაციას არ მალავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics