18:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 15:57:24, 665 ნახვა

რეგიონი
აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში თანამედროვე ტიპის საიზოლაციო ოთახები მოეწყო

აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ქალთა და მამაკაცთა განყოფილებაში თანამედროვე ტიპის საიზოლაციო ოთახები მოეწყო.

რეაბილიტირებული სივრცე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა სურმანიძემ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

„ფსიქიატრიული საავადმყოფოს არასათანადო და შეუსაბამო საიზოლაციო პალატები სახლხო დამცველის ანგარიშში არაერთხელ მოხვდა. მოხარული ვარ, რომ ინვესტორებმა კლინიკის შეძენისთანავე დაიწყეს პაციენტებისათვის ღირებული გარემოს შექმნა“, - აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

მინისტრის განმარტებით, სამინისტრო განიხილავს მუნიციპალიტეტებში მობილური ჯგუფების გასვლის დაფინანსების საკითხს: „ბენეფიციარები, რომლებიც მანძილის გამო ვერ ახერხებენ დაწესებულებაში ვიზიტს, კლინიკის წარმომადგენლები მათ თავად ეწვევიან. რადგან ზოგიერთი პაციენტი საჭიროებს მედიკამენტების ყოველდღურ მიღებას, წყვეტილობის თავიდან აცილების მიზნით, ვფიქრობთ დავაფინანსოთ მობილური ჯგუფების მუნიციპალიტეტებში გასვლა“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ბიბლიოთეკა და პაციენტთათვის მოსასვენებელი ოთახი. გარემონტდა და ახალი მაღალტექნოლოგიური სამრეცხაო დანადგარები დამონტაჟდა სამრეცხაო ოთახში. საავადმყოფოს წლების განმავლობაში პრაქტიკულად არ გააჩნდა ავტომობილი, რადგან მწყობრიდან გამოსული, ძველი მანქანა შესაბამის დანიშნულებას ვერ ასრულებდა. ამიტომ საინვესტიციო ხარჯით შესყიდული იქნა „ფორდ ტრანზიტი“, რომელსაც კლინიკა საჭიროების შემთხვევაში პაციენტების გადასაადგილებლად და სხვა ამბულატორიული მომსახურეობისთვის გამოიყენებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics