09:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 14:23:36, 645 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით ბაღებისა და სკოლების სანიტარული შემოწმება მიმდინარეობს

საქართველოს მასშტაბით ბაღებისა და სკოლების სანიტარული შემოწმება მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის მხოლოდ ერთ- 121-ე ბაღში მოხმარებისთვის უვარგისი ხორცი აღმოჩნდა, რომელიც ლაბორატორიაში შესასწავლადაა გადაგზავნილი.

მისივე განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მასალები რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება.

"მხოლოდ ერთ ბაღში ჩვენი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად აღმოჩნდა მოხმარებისთვის უვარგისი ხორცი, რომელიც მისვლისთანავე იქნა ამოღებული და გადაგზავნილია ლაბორატორიაში შესასწვალად. საგანაგაშო არაფერია. სოფლის მეურნეობის სმაინისტროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მასალები რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, თბილისის მერის თქმით, პასუხისმგებლობა შესაძლოა მას შემდეგ დადგეს, რაც საკითხი ბოლომდე გამოკვლეული იქნება.

თემასთან დაკავშირებით კომენტარი სოფლის მეურნეობის მინისტრმაც გააკეთა. ოთარ დანელიას განცხადებით, შემოწმების შედეგად დარღვევების  გამოვლენის შემთხვევაში,  უმკაცრეს ზომებს გაატარებენ.

"პრაქტიკულად, ყველა ბაღის ინტენსიური  შემოწმება მიმდინარეობს და არა მხოლოდ ბაღების, არამედ სკოლების არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ რეგიონში. შესაბამისად, არის დარღვევები აღმოჩენილი. რამოდენიმე დასკვნას ველოდებით. ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. ეს ხორცი ამოღებულია მოხმარებიდან, მანამ სანამ მას მოიხმარდნენ.ჩვენ უმკაცრეს ზომებს გავატარებთ",-აღნიშნა ოთარ დანელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics