02:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 14:48:46, 700 ნახვა

სამართალი
ბოროტმოქმედებმა "რომპეტროლის" სადგურებიდან სოლიდური თანხა ვერ წაიღეს

"რომპეტროლის" 2 ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შედეგად ბოროტმოქმედებმა კომპანიას სერიოზული ფინანსური ზარალი ვერ მიაყენეს.

11 ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურზე, ასევე სავალუტო ჯიხურებში ბოროტმოქმედების შეჭრისა და დაყაჩაღების შამთხვევა 7-8 მარტს თბილისში დაფიქსირდა. მათ შორის დაყაჩაღებულია "რომპეტროლის" 2  ბენზინგასამართი  სადგური. 

როგორც  "რომპეტროლში"  აცხადებენ,  ბოროტმოქმედებმა ვერ მოახერხეს კომპანიისათვის სოლიდური ფინანსური ზარალის მიყენება, მათ სპეციალური საგანგაშო სისტემის ამოქმედებამდე 200-300 ლარის წაღება მოასწრეს. 

„ჩვენი სადგურები აღჭურვილია სპეციალური დაცვის სისტემებითა და კამერებით. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და გადავეცით მასალები. ყაჩაღობის შედეგად წაღებულია უმნიშვნელო თანხა. დიდი მადლობა სამართალდამცავებს, რომლებმაც ოპერატიულად იმოქმედეს და ცხელ კვალზე დააკავეს დამნაშავეები“, - აცხადებენ "რომპეტროლში".

"რომპეტროლის" ერთ-ერთი სადგურის დაყაჩაღების მცდელობა ბოროტმოქმედებს ცოტა ხნის წინაც ჰქონდათ. მაშინ რომპეტროლის თანამშრომლებმა მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. კომპანიის მენეჯმენტმა მამაცი თანამშრომლები ფულადი პრემიებითა და საპატიო სიგელებით  დააჯილდოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics