20:37 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 14:39:25, 345 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი, იმ რაიონების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც პროექტების განსახორციელებლად თანხების ათვისებას აფერხებენ

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, იმ რაიონების გამგებლებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან შეხვედრა დაავალა, სადაც რეგიონეში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების ათვისება არ ხდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, იმ რაიონების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლებიც აღნიშნული ბიუჯეტის ათვისებას ხელს უშლიან.

„რაიონებზე სადაც ამ თანხების პროექტებში დახარჯვა ვერ ხერხდება, წარმოადგინეთ დეტალური ინფორმაცია. მე მინდა საჯარო გავხადო ეს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით, მე დავაყენებ  იმ გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხებს, რომლებიც ამას ხელს უშლიან და  რაღაც ბიუროკრატიული ბარიერიების გამო აფერხებენ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ნოდარ ხადურს   რაიონების გამგებლებთან, გუბერნატორებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან შესახვერად 1 კვირიანი ვადა მისცა.

ცნობისთვის, როგორც ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რაიონებში  განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის რეალურად ხარჯვა დწყებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 82  მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics