12:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 11:19:53, 412 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: სასწრაფო დახმარების დამატებითი ქვესადგურები გაიხსნება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის უბნებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების დამატებითი  ქვესადგურები გაიხსნება.

ამის შესახებ ნარმანიამ  დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ სამსახურის განვითარების კონცეფცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელმა თემურ ბარკალაიამ შეიმუშავა.

ამასთან, ნარმანიამ აღნიშნა, რომ  ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება მოხდება, რომელიც უფრო ქმედითი იქნება.

„ მოხდება  სტრუქტურის გადახედვა და ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომელიც იქნება უფრო  ქმედითი და ეფექტიანი. სასწრაფო დახმარების სისტემა უფრო მოცულობითი გახდება. გადამზადდება სასწრაფო დახმარების  სამსახურის პერსონალი და მოხდება სამედიცინო, არასამედიცინო აპარატურის, ინვენტარის  და მანქანა მოწყობილობების განახლება“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics