15:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 15:29:52, 377 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის განახლებული შენობა გახსნა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ბათუმის დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის განახლებული შენობა გახსნა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სახელით ახალშობილების დედებს ტკბილეული გადასცა და დედის დღე მიულოცა.

ცნობისთვის, სამშობიაროს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მინიჭებული აქვს ბავშვისადმი კეთილგანწყობილი სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის სტატუსი, ორჯერ დაჯილდოვებულია USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამშობიროში დაცულია ოპტიმალური ძუძუთი კვების ყველა საფეხური.

აღსანიშნავია, რომ სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მომავალ დედებს დახვდებათ თბილი და კეთილგანწყობილი გარემო. ახლადგახსნილ მშობელთა სკოლაში ხდება მომავალი მშობლების მომზადება ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობის, ახალშობილის მოვლისა და კვების, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და კონტრაცეპციის საკითხებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics