11:31 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 15:49:30, 1225 ნახვა

მსოფლიო
დაკაში მდებარე კაფეზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 22 მძევალი დაიღუპა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდებარე კაფეზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 22 მძევალი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბანგლადეშის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია საშუალების იფნრომაციით, თავდამსხმელებმა, რომლებიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან, სასტიკად აწამეს ის მძევლები, რომლებმაც ყურანის წაკითხვა ვერ შეძლეს.

როგორც BBC წერს, მძევლები ბასრი იარაღით მოკლეს.

ბანგლადეშის მთავრობის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად ექვსივე თავდასხმელი ლიკვიდირებულია, კიდევ 1 ტერორისტი დაკავებულია, ხოლო 13 მძევალი გაატავისუფლეს.

პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამას განცხადებით, მომხდარი ინციდენტი საზარელი აქტია ადამიანების წინააღმდეგ. მისი თქმით, თავდამსხმელები მუსლიმები არ არიან და მათ რელიგია არ გააჩნიათ. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ გარდაცვლილ მძევალტა შორის არიან უცხოელებიც.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.

ცნობისთვის, პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics