02:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 11:35:22, 1263 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში პოლიციამ გეი-პრაიდი ცრემლსადენი გაზით დაშალა

თურქეთის სამართალდამცველებმა გეი-პრაიდი ცრემლსადენი გაზით დაშალეს, - ამის შესახებ ABC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის დროს, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 2 გერმანელი პოლიტიკოსი - ევროპარლამენტის დეპუტატი, მწვანეთა პარტიის წევრი ტერი რეინტკესი და ბუნდესტაგის წევრი ვოლკერ ბეკია დააკავეს. 

როგორც ABC წერს, გერმანელი პოლიტიკოსები მალევე გაათავისუფლეს. 

მედიის ცნობით, გეი-პრაიდი არასანქცირებული იყო. ადგილობრივმა მთავრობამ ლგბტ-აქტივისტებს მსვლელობის ჩატარების უფლება შესაძლო თავდასხმების მიზეზით არ მისცა. 

ცნობისთვის, გასულ კვირას თურქეთში მოქმედმა ერთ-ერთმა ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ გეი-პრაიდს ჩაშლის, თუ ხელისუფლება მსვლელობას არ აკრძალავს.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ლგბტ-აღლუმი ყოველწლიურად  2005 წლიდან მშვიდ ვითარებაში იმართებოდა. პირველად სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით 2015 წელს დაშალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics