18:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 11:54:26, 1507 ნახვა

მსოფლიო
„რია ნოვოსტი“: აფხაზეთში რუსი სამხედროებისთვის უბანი აშენდება

აფხაზეთში, რუსი სამხედროებისთვის და მათი ოჯახებისთვის, 19 ახალი სახლი აშენდება. საუბარია, დაახლოებით ათას სამხედრო მოსამსახურეზე.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.

"ქალაქ გუდაუთაში აშენებულ ორსართულიან სახლებში განთავსდება დაახლოებით ათასი სამხედრო პირი და მათი ოჯახის წევრები. საცხოვრებელი სახლები აღჭურვილი იქნება პირველადი მოხმარების ტექნიკით, მათ შორის ელექტრო-ღუმელებით, ტელევიზორებით და მაცივრებით", - ვკითხულობთ სააგენტოს ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ბინები აღჭურვილი იქნება ავეჯით, მაგიდებით, სკამებით და კარადებით.

გარდა ამისა, როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, სამხედროების უბანში აშენდება სკოლა, რომელიც გათვლილი იქნება 200 ბავშვზე და 150 ბავშვზე გათვლილი ბაღი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics