18:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 13:31:36, 1155 ნახვა

მსოფლიო
ტაილანდში სასკოლო ავტობუსი გადატრიალდა - გარდაცვლილია 11 ადამიანი

ტაილანდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ტაილანდში სასკოლო ავტობუსი, რომელსაც 11 მასწავლებელი გადაჰყავდა, აყირავდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა.

მედიის იფნრომაციით, ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, როდესაც მასწავლებლები ბანკოკში სემინარიდან ბრუნდებოდნენ. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, 4 მგზავრმა მძიმე დაზიანებები მიიღო და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

France Press-ის ინფორმაციით, საჭესთან სკოლის დირექტორი იჯდა. ის გადარჩა, თუმცა ასევე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, ტაილანდი მსოფლიოში რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ხშირია.

ყოველწლიურად ტაილანდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 ათასი ადამიანი იღუპება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics