16:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 13:15:44, 1183 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა" აიღეს

სტამბოლში 7 ივნისს განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაჯგუფება "ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა" აიღო, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Huriaty იუწყება.

როგორც მედია საშუალება დაჯგუფების ვებ გვერდზე დაყრდნობით იუწყება, თავდასხმა თურქეთის სამხრეთ-აღმოავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე პასუხი იყო. ამავე დროს, "ქურთისტანის გათავისუფლების ქორების" მებრძოლები უცხოელ ტურისტებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით თურქეთში არ ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მეტროპოლიტენთან ახლოს, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, სულ მცირე 36 ადამიანი დაშავებულია.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის მუშათა პარტიას" დააკისრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics