|
2016-06-08 13:17:10, 4198 ნახვა
კულტურა
Kavkaz Jazz Festival 2016 იწყება
დღეს, 19:30 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, რიგით მეშვიდე Kavkaz Jazz ფესტივალი გაიხსნება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ რეზო კიკნაძე, თურქი კომპოზიტორისა და ჯაზ-პიანისტის თულუღ თირფანის კვარტეტი, სპეციალურ სტუმრებთან მაიკლ ტრეისისთან (აშშ) და კრეიგ ვაგნერთან (აშშ) ერთად. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში 8-11 ივნისს, თბილისსა და ახალციხეში გაიმართება. ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან. კონცერტები და ჯემ-სეიშენები თბილისის სხვადასხვა სცენაზე ჩატარდება.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)