12:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 18:28:30, 635 ნახვა

სამხედრო
პროფესიული განვითარების ცენტრში „სამშვიდობო ოპერაციებში კეთილსინდისიერების ამაღლების“ 4-დღიანი ტრეინინგი გაიხსნა

პროფესიული განვითარების ცენტრში „სამშვიდობო ოპერაციებში კეთილსინდისიერების ამაღლების“ 4-დღიანი ტრეინინგი გაიხსნა. კურსი ნატოს „კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის“ ფარგლებში, ამავე პროგრამის სატრასტო ფონდის მხარდაჭერით იმართება.

ტრეინინგს ბოსნია და ჰერცეგოვინას სამშვიდობო ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის (PSOTC) მობილურ ტრენერთა ჯგუფი უძღვება. კურსს საქართველოს შეიარაღებული ძალების 21 სამხედრო მოსამსახურე ესწრება, რომლებიც ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მიიღებენ მონაწილეობას. სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში დაგეგმილი როტაციის ფარგლებში გაემგზავრებიან.

ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან სამშვიდობო ოპერაციებისას არსებულ კორუფციულ რისკებს და მათი წარმოქმნის საფუძვლებს, ეფექტიანი პრევენციის, რეაგირების მექანიზმებს და შესაძლებლობებს, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების გზებს და მიდგომებს. სასწავლო კურსი ასევე ითვალისწინებს სამშვიდობო ოპერაციებისას შესყიდვების, ადგილობრივ მომწოდებლებთან თუ მოსახლეობასთან ურთიერთქმედებისას გასათვალისწინებელ ეთნო-კულტურულ თავისებურებებს.
ტრეინინგი 9 ივნისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics