04:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 20:02:27, 724 ნახვა

სამხედრო
აშშ-ის საელჩო: დღეს ვაზიანი გრგვინავდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სწავლებას -  „ღირსეული პარტნიორი 2016“ ეხმაურება.

„დღეს ვაზიანი გრგვინავდა: ადგილზე იყო 120 სამხედრო, საარტილერიო შეიარაღება თვითმფრინავებიდან ცვიოდა, უკრავდა საქართველოს სამხედრო ბენდი და მთავრობის ლიდერები აღნიშნავდნენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების, „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის დაწყებას. წლევანდელი წვრთნები მასშტაბურია, სამჯერ მეტი ამერიკელი ჯარისკაცით, „აბრამსის“ ტანკებითა და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების დამატებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გახსნის ცერემონიაზე დღეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა აღნიშნა „ღირსეული პარტნიორის“ მნიშვნელობა ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის თავსებადობის გაზრდისათვის, აგრეთვე, საქართველოს მიმდინარე წვლილი მსოფლიოში საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში და საქართველოს ნამდვილად „ღირსეული პარტნიორი“ უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics