17:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 12:29:50, 1152 ნახვა

მსოფლიო
პარიზის ტერაქტებში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

პარიზის ტერაქტებში ბრალდებული სალაჰ აბდესლამის ექსტრადირება განხორციელდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აბდესლამი ბელგიელმა სამართალდამცველებმა საფრანგეთს გადასცეს, სადაც სასამართლოს  წინაშე წარსდგება.

შეგახსენებთ, რომ აბდესლამი 18 მარტს, ბრიუსელში ოთხთვიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

ბელგიაში დაბადებული და საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე 26 წლის სალაჰ აბდესლამი პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ გადარჩენილ მონაწილედ მიიჩნევა. ის ამავე დროს ამ თავდასხმების ორგანიზებაშიც არის ეჭვმიტანილი.

ცნობისთვის, 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტების სერიას 130 ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics