06:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-04 11:51:15, 397 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა.
 
მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომისია 14 წევრისგან შედგება, სადაც ფრაქცია „ქართულ ოცნებას" 7 წევრი ეყოლება, ფრაქციას „საქართველოსთვის" - 3 წევრი, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა" - 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები" - ერთი წევრი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დასკვნას პარლამენტის ბიუროს გადაუგზავნის, რომელიც დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics