01:55 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-28 23:57:01, 679 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმირ პუტინი კრემლში აჰმედ ალ-შარაას შეხვდა, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა, სადაც მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

"რუსეთ-სირიის ურთიერთობებს ღრმა ფესვები აქვს. 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა და სირიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ბნელი ფურცელი. ახლა, ამ ახალ რეალობაში, ნაწილობრივ და პირველ რიგში, თქვენი ძალისხმევით, სირიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვითარდება". - თქვა პუტინმა.

ამასთან, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებული სირიის აღდგენაში წვლილი შეიტანოს.

„ვიცი, რომ სირიაში ბევრი რამის აღდგენა იქნება საჭირო და ჩვენი ეკონომიკური ოპერატორები, მათ შორის სამშენებლო სექტორში მომუშავეები, მზად არიან ამ ერთობლივი სამუშაოსთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს ძალისხმევას სირიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით". - დაამატა პუტინმა.

აჰმედ ალ-შარაამ კი მადლობა გადაუხადა პუტინს სირიის ერთიანობის მხარდაჭერისთვის და "იმ ისტორიული როლისთვის, რომელიც რუსეთმა რეგიონის სტაბილურობაში შეასრულა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics