00:15 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-29 11:00:27, 701 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში რთველისის პირველი ბრენდ მაღაზია და ბარი გაიხსნა - ბაზისბანკი რთველისის ბიზნეს პარტნიორია

ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთი სტრატეგიული სექტორების განვითარებას, როგორიცაა ღვინის წარმოება, ტურიზმი და სტუმართმასპინძლობა, რაც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და რეგიონული პოტენციალის სრულად ათვისებას.

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანია რთველისმა თბილისში, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასის I სართულზე, თავისი პირველი კონცეპტუალური ბრენდ მაღაზია და ბარი გახსნა. პროექტი რთველისის საიმედო ფინანსური პარტნიორის, ბაზისბანკის მხარდაჭერით განხორციელება.

რთველისის ახალი სივრცე უნიკალურ კონცეფციას აერთიანებს, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები, ამავდროულად კი ბარში დააგემოვნოს ღვინის დაფები.

"ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ადგილი, რომელიც სცილდება ტრადიციული მაღაზიის ფარგლებს. ეს არის სივრცე, სადაც სტუმრები შეძლებენ დროის სასიამოვნოდ გატარებას, ახალი გემოების აღმოჩენას და ემოციებით სავსე საღამოების მოწყობას. სივრცე განკუთვნილია როგორც მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის, ასევე კორპორატიული წვეულებებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების მასპინძლობისთვის". - რთველისის გენერალური დირექტორი, თორნიკე ჭიკაძე.

"ბაზისბანკისთვის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა კომპანია რთველისთან წლების განმავლობაში წარმატებით გრძელდება და ხელს ვუწყობთ განვითარების ყველა ეტაპზე ახალი, ინოვაციური გეგმების განხორციელების გზაზე". – ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics