11:26 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-03 22:08:03, 2384 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის პორტს „ისკანდერით“ შეუტია. არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსმა სამხედროებმა ოდესის საზღვაო პორტზე „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება.

უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ალექსეი კულებას თქმით, რაკეტა სან-ტომესა და პრინსიპის დროშის ქვეშ მცურავი უცხოური გემიდან ლითონის გადმოტვირთვის დროს ერთ-ერთ ნავმისადგომს მოხვდა.

თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა: დოკერის ოპერატორი და სატვირთო მანქანის მძღოლი. დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის პორტის თანამშრომლები და ეკიპაჟის ორი წევრი, ორივე სირიის მოქალაქე.

დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტები, როგორიცაა ამწეები, აღჭურვილობა და საწყობები.

„ეს დაბომბვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი განზრახ ცდილობს ჩვენი სატრანსპორტო კვანძების, ექსპორტის შესაძლებლობებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის განადგურებას“, - განაცხადა კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics