12:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 10:01:48, 694 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ვგმობ ირანის მიერ კატარზე განხორციელებულ დარტყმებს

გამოვხატავ საფრანგეთის სოლიდარობას კატარის მიმართ, რომელსაც ირანმა საკუთარ ტერიტორიაზე დაარტყა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მჭიდრო კონტაქტზეა ქვეყნის ხელისუფლებასთან და პარტნიორებთან რეგიონში.

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ქაოსის სპირალი უნდა დასრულდეს“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, კატარის ემირ შეიხ თამიმს ესაუბრა და მისი ქვეყნის მიმართ სრული სოლიდარობა გამოხატა.

„მას გადავეცი სრული სოლიდარობა და რომ ვგმობ ირანის მიერ მის ქვეყანაზე განხორციელებულ დარტყმებს. საფრანგეთი დგას კატარის და მისი თითოეული პარტნიორის გვერდით სპარსეთის ყურეში“, - წერს მაკრონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics