02:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 13:28:11, 1859 ნახვა

სამხედრო
31-ე ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე გეგმური ტაქტიკური ჯგუფის საველე სწავლება დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა.

„სწავლების სცენარის მიხედვით, ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა ოპერაციის რაიონში შეაყოვნა პირობითი მოწინააღმდეგე, მოახდინა მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება და კონტრშეტევის ოპერაცია განახორციელა.

ოპერაციის შესრულებაში ქვედანაყოფს მხარს უჭერდა საინჟინრო, მექანიზებული და საარტილერიო ბატარეა. ორკვირიან სწავლებაში მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ოთხი კვირის განმავლობაში ქვედანაყოფი მოემზადა საინჟინრო კუთხით, საარტილერიო ცეცხლის მანევრთან ინტეგრირებით ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებაში, ჯავშანტექნიკასთან ერთად კომბინირებულად მოქმედებებში, ასევე მცირე ჯგუფებად ოპერაციების შესრულებასა და მართვა-კონტროლის ზომების დახვეწასა და გაუმჯობესებაში.

სწავლის დასკვნით ეტაპს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics