18:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 12:11:01, 931 ნახვა

რეგიონი
ქედაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საავტომობილო გზისა და გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს

ქედაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საავტომობილო გზისა და გარე განათების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამის ფარგლებში, წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტის 64 - ვე სოფელში იმართება მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიზანია მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ მოსახლეობამ პრიორიტეტების მიხედვით თავად აირჩიოს საკუთარ სოფელში განსახორციელებელი პროექტები. მიმდინარე წელს მათი  ძირითადი მოთხოვნა გარეგანათება და ბეტონის საფარი იყო.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  767 გარე-განათების ბოძი დამონტაჟდა და 1 259 კუბ.მ ბეტონის საფარი მოეწყო.

პროგრამის ბიუჯეტი 750 000 ლარია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მომდევნო წელსაც გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics