23:43 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 21:46:59, 462 ნახვა

პოლიტიკა
ვალერიან ზუმბაძე ცილისმწამებლურ განცხადებების ავტორებს უჩივლებს

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ვალერიან ზუმბაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბინძური კამპანია. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტიდან აცნობეს.

 ზუმბაძის  მტკიცებით, ცილისწამების კამპანიას  საფუძველი არ გააჩნია და რეალობას მოკლებულია.

ამასთან, ვალერიან ზუმბაძე მზადაა, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში პასუხი გასცეს ყველა კითხვას.იგი საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ, შესაბამის უწყებაში საჩივარს შეიტანს.

შეგახსენებთ, ზუმბაძესთან დაკავშირებით  2013 წლის ოქტომბერში, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია აკეთებდა განცხადებას, რომ ვალერი ზუმბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. მაისაიას და სხვა პირების მტკიცებით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 7 ივლისს სამი ფოტოგრაფი იქნა დაკავებული და ამ საქმეში სწორედ რომ ვალერიან ზუმბაძე ფიგურირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics