19:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 17:16:40, 1243 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა - იტალიური Monitor Immobiliare TV ბათუმსა და ოსკაროსან სტადიონს სიუჟეტს უძღვნის და თორნიკე რიჟვაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს

იტალიური Monitor Immobiliare TV ბათუმს და ოსკაროსან სტადიონს სიუჟეტს უძღვნის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. 

თორნიკე რიჟვაძემ იტალიურ ტელეარხს Monitor Immobiliare-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ტურიზმის, ეკონომიკის, განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ მოხდა ბათუმის და ბათუმის სტადიონის აღიარება მაიამის მსოფლიოს უძრავი ქონების კონგრესზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის შრომა, რომელსაც მთელი გუნდი ეწევა ამდენი წლის მანძილზე და ის მთავარი მიზანი, ავაშენოთ მდგრადი ქალაქი და რეგიონი, შედეგს იღებს.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ბიზნესი და საჯარო ინსტიტუტები ოპერირებენ და იფუნქციონირებენ ეფექტიანად. ბათუმის ტრანსფორმაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისევე როგორც მდგრადი ტურიზმის მშენებლობა და უძრავი ქონების აქტივები ახლა საკმაოდ ნათელია. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენთვის, პოსტ-პანდემიური პერიოდი დიდი გამოწვევა იყო და ამავდროულად, წარმატების მომენტიც, რადგან ტურისტულმა დინამიკამ აღდგენა დაიწყო. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ახლა ჩვენს ქალაქსა და რეგიონში იმაზე 10-ჯერ მეტ ვიზიტორს ვმასპინძლობთ, ვიდრე ჩვენი მოსახლეობაა. მთავარი დატვირთვა მაინც ბათუმზეა. ველოდებით წარმატებულ სეზონს, იმას რომ აჭარა 4 სეზონის დასასვენებელ მიმართულებად ვაქციოთ", - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე იტალიური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics