|
2015-02-09 13:03:40, 398 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ეროვნული სირცხვილი რომ აღარ განმეორდეს, რეფორმაა საჭირო
„იური ვაზაგაშვილის მკვლელობა თავისი ფორმით, განხორციელების გზებით არაადამიანურობის მწვერვალია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თუ იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული პოლიციელის ბრალეულობა დადასტურდება, ეს ერთის მხრივ მნიშვნელოვანი საქმის გახსნა, მეორეს მხრივ კი, დიდი ეროვნული სირცხვილი იქნება. პარლამენტის თავჯდომარის შეფასებით, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს, დაუყოვნებლივ რეფორმაა საჭირო. „ბოლო კვირების განმავლობაში, მთავარი თემა, რომელზეც მოქალაქეები, ხელისუფლება, ყველა შოკირებულები ვართ. ეს იყო იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, რომელიც თავისი ფორმით, თავისი განხორციელების გზებით არის და იყო არა მხოლოდ დანაშაული, არამედ არაადამიანურობის მწვერვალი. როგორც გუშინ პროკურატურიდან გვამცნეს, დაკავებულია პიროვნება, რომელიც ბრალდებულია დანაშაულის ჩადენაში, თუ ეს ასეა, ერთის მხრივ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გახსნა, ამის გამო ვინც იღვაწა დიდი მადლობა ეკუთვნით, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ეროვნული სირცხვილი, როდესაც პოლიციის თანამშრომელი ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის უფლებებს იცავდეს, გეგმავს და ახორციელებს ასეთ საზარელ დანაშაულს. ეროვნული სირცხვილი, რომ აღარ განმეორდეს, ამისთვის დაუყოვნებლივ რეფორმაა საჭირო“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციის რიგითი თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)