03:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 16:47:44, 1385 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

შუახევის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ შეხვედრის მონაწილეებს დედაენის დღე მიულოცა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები.

ასევე, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შუახევის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენება თემაზე: "ფარნავაზიდან იაკობამდე“ და აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს ქართული ენის მდიდარი წარსული და მისი მნიშვნელობა ერის თვითმყოფადობის საქმეში.

ღონისძიებას ომარ ტაკიძესთან ერთად, მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის, რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის  თანამშრომლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია შუახევის მერიის ინფორმაციაში.

14 აპრილი დედაენის დღედ, 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990  წლიდან დაწესდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics